ტიკარაძე: აცრის შემდეგ მეც მქონდა გვერდით მოვლენები

,,აცრის შემდეგ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, სხვა საგანგაშო არც ერთი სიმპტომი არ მქონია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი” 2-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება რომ ვენდოთ AstraZeneca-ს, ისევე როგორც Pfizer-ს.

,,მე თავს კარგად ვგრძნობ. მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, სხვა საგანგაშო არც ერთი სიმპტომი არ მქონია და ალბათ აკვირდებით, რომ მთელი კვირა პრინციპში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნება რომ ვენდოთ მას, ისევე როგორც Pfizer-ს”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, AstraZeneca-თი ვაქცინაცია 23 მარტს საჩხერის საავამდყოფოში საჯაროდ ჩაიტარა.

banner
წინა სტატიაშისეისმური მონიტორინგის ცენტრის დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი საქართველოში ხვალ ჩამოვა