სეისმური მონიტორინგის ცენტრის დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია

ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი მაჭავარიანის ქუჩის მეწყერის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დასკვნით მიხედვით, ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია, შესაბამისად, ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება, საფუძველი აქვს და შესაძლოა, მთლიანი სხეულიც მოძრაობდეს.

გუშინ, 25 მარტს, ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერიის ინფორმაციი, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე “გარკვეული მოქმედებების გამო” მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

 

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და ნიკა მელიასთან მივიდნენ
შემდეგი სტატიატიკარაძე: აცრის შემდეგ მეც მქონდა გვერდით მოვლენები