თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მარცხი გარდაუვალია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მარცხი გარდაუვალია. მელია NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება.

“ეს კვლევა ადასტურებს იმ მოლოდინს, რომელიც არის საზოგადოებაში და რაც უკავშირდება ქართული ოცნების მარცხს ადგილობრივ არჩევნებზე. პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე კანდიდატის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება ქართული ოცნების კანდიდატის რეიტინგს, რაც მიუთითებს მარტივ მოცემულობაზე, რომ ქართული ოცნების მარცხი გარდაუვალია ადგილობრივ არჩევნებზე და ამ კვლევამაც აჩვენა, რომ აქ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური პარტია.” – ამბობს მელია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილი დღეს გამოაქვეყნა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხულთა 37%, ვინც სავარაუდოდ არჩევნებზე მივა, ხმას ქართული ოცნების კანდიდატს კახა კალაძეს მისცემდა. მას მოსდევს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 22%-ით, მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი (16%), ხოლო მეოთხეზე – ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია (5%).

banner
წინა სტატიაშიNDI: 82% – მუხთარლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს