მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირველ განმარტებას აკეთებს. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს პრესსამსახურმა სააგენტო “ინტერფაქსს” წერილობით დაუდასტურა, რომ პრეზიდენტმა რეკომენდაციის საფუძველზე, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას ხელი მოაწერა, თუმცა დოკუმენტი საიტზე არ გამოქვეყნდება, რადგან კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა სარწმუნო ფაქტები მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას, არასაიმედო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ურჩია.

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მარცხი გარდაუვალია
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილის განცხადებით, კვლევით ჩანს, რომ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება