NDI: 82% – მუხთარლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ გამოკითხულთა 72%-მა იცოდა, 26%-მა არა.

მათგან, ვინც იცოდა გატაცების შესახებ, 82% ფიქრობს, რონ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება.

ამასთან, 78% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება.

მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებიოთ.

NDI-ის კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. 15%-ის აზრით, არანაირ გავლენას, ხოლო 2%-ის – დადებით გავლენას.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – წელსაც განმეორდა ტრაგედია ატამთან დაკავშირებული
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მარცხი გარდაუვალია