თუშეთის გზაზე ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა

თუშეთის გზაზე, ეგრეთ წოდებული ,,თორღვას აბანოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

თუშეთში, გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ნისლი და უამინდობა გახდა.

,,ტურისტები იყვნენ თუშეთში დასათვალიერებლად და ბარში ბრუნდებოდნენ. ძლიერი ნისლი იყო, წვიმა და ჭექა-ქუხილი და ეტყობა, მძღოლმა, ამის გამო, გზა ვერ დაინახა და ავტომობილი, რომელშიც 4 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა ხრამში გადავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარაგად იმუშავეს და 4 დაშავებულის ხრამიდან ამოყვანა დროულად შეძლეს. სამწუხაროთ 2 მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი იყო“,- აცხადებს ლადო კახოიძე.

მოხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიბათუმში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს
შემდეგი სტატია“საქართველოში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა უზრუნველყო დემოკრატიული პროცესი”