ბათუმში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს

ბათუმში, სუვენირების, ტანსაცმელებისა და სასურსათო სავაჭრო ობიექტები დააყაჩაღეს. დაზარალებულების ინფორმაციით, მძარცველებმა სავაჭრო ობიექტიდან საქონელი და თანხა წაიღეს. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების თქმით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მას შემდეგ მოხდა, რაც მათ სავაჭრო ობიექტები დაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. პოლიციისთვის სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილინას ლინკევიჩუსი: მივესალმები ქართველი ხალხის და მთავრობის შემართებას, იარონ სტაბილური და ფუნქციონალური დემოკრატიის გზით
შემდეგი სტატიათუშეთის გზაზე ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა