“საქართველოში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა უზრუნველყო დემოკრატიული პროცესი”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლატვიის საგარეო უწყება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს.

“ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელმაც უზრუნველყო დემოკრატიული პროცესი, იყო კარგად ორგანიზებული და ჩატარდა პოლიტიკური კონკურენციისა და ძირითადი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების ფონზე.

არჩევნები ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში, ხმის დათვლა ხდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად- აღნიშნულია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში” , – აღნიშნულია ლატვიის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე ტურის გამართვამდე მხარეებს მოუწოდებს მშვიდი პოლიტიკური გარემოსკენ, კონფრონტაციისგან თავშეკავებისაკენ და დემოკრატიული პრინციპებისა და ქართველი ხალხის ნების პატივისცემისაკენ.

ასევე მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს თანამშრომლობა OSCE/ODIHR-თან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

banner
წინა სტატიაშითუშეთის გზაზე ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში