თურქულმა ბანკებმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს
მნიშვნელოვანი
- თურქულმა ბანკებმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს
სხვა სტატიები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ეროვნული ბანკის“ ინფორმაციით, აფხაზური ე.წ. ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების გეოგრაფიული არეალი იზრდება.
„ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა Is Bank-მა და Ziraat Bank-მა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების – APRA “World-ის მომსახურება დაიწყეს, – ნათქვამია ე.წ. „ეროვნული ბანკის“ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, APRA World-ის ბარათები მიღებულია : რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში.