თურქმა მესაზღვრეებმა 11 სირიელი დევნილი დახოცეს

თურქმა მესაზღვრეებმა 11 სირიელი დევნილი დახოცეს

mesazxvreebiთურქმა მესაზღვრეებმა დახოცეს სირიული ოჯახის 11-ვე წევრი, მათ შორის ქალი და ბავშვები – დღეს Sky News Arabia ავრცელებს სირიულ ოპოზიციაზე დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, ადამიანების ჯგუფი თურქეთის საზღვრის გადაკვეთას შეეცადა ომისგან თავის დასაღწევად, რომელიც იდლიბში მიდის.
თავის მხრივ, სირიელმა უფლებადამცველმა, რომელმაც არ ისურვა სახელის გამჟღავნება, განაცხადა, რომ დაღუპულია 8 და დაჭრილია 8 ადამიანი.

ლტოლვილები ჯისრ ეშ-შუხურში არიან მოკლული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში, გამოცემა The Times-მა ანალოგიური შემთხვევა მოიყვანა, როცა სირია-თურქეთის საზღვარზე 8 ადამიანი დახოცეს თურქმა მესაზღვრეებმა.
მარტის ბოლოს კი სირიის სადამკვირვებლო ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქი მესაზღვრეები სისტემატურად ხოცავენ ხალხს, რომლებიც სირიის ომიდან გაქცევას და თურქეთისთვის თავის შეფარებას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მოსახლეობის მოწამვლა იზმაილში სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს ძალადობა ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი წინასაარჩევნოდ