როგორც ჩანს ძალადობა ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი წინასაარჩევნოდ

მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას

მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგასარასამთავრობო ორგანიზაციები ნებისმიერ თავდასხმას და განსაკუთრებით მასმედიის წარმომადგენლებზე მიუღებლად მიიჩნევენ. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალადობა საქართველოში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად იქცა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია.
“როგორც ჩანს ძალადობა ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ბრძოლის. ეს ბერკეტი წახალისებული არის ხელისუფლების მხრიდან. ის პრინციპები რაც არის ძალადობა, ფიზიკური ზეწოლა, ასევე მოშლა ყველა იმ სისტემის, რაც ტრანსფარეტულობას უზრუნველყოფს პროცესის, ეს ძალიან ემსგავსება პოსტ საბჭოთა რუსული ტიპის პოლიტ ტექნოლოგიებს და ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელმა ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსთავი2-ისგადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა

banner
წინა სტატიაშითურქმა მესაზღვრეებმა 11 სირიელი დევნილი დახოცეს
შემდეგი სტატიამოსკოვში კოკისპირული წვიმაა