მიხეილ სააკაშვილი: მოსახლეობის მოწამვლა იზმაილში სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია

მოწამვლის ნიშნებით 300-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში. ქალაქის მერის ანდრეი აბრამჩენკოს განცხადებით, 139 ადამიანი სტაციონარულ მკურნალობაზეა გადაყვანილი. მათგან 109 ბავშვია.

ამჟამად მოწამვლის ფაქტები მცირდება და ვითარება სტაბილიზებულია.

მომხდარს ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მოწამვლა ქალაქში მოსული კოკისპირული წვიმის შედეგად სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია.

ქალაქში დახურულია საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტი. სასმელი წყლის მიწოდება მოსახლეობისათვის შეწყვეტილი არ არის, თუმცა, მასში ქლორის დოზა საგრძნობლადა მომატებული. მოსახლეობას ეკრძალება წყლის აღება ღია წყალსაცავებიდან და ჭებიდან, ასევე იმ პროდუქტის ყიდვა, რომელიც დატბორილ ბოსტნბებშია მოყვანილი.

მიმდინარეობს წყლის რეზერვუარების დეზინფექცია.

ქალაქში სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზაციაა, მათ შორის გამოძახებულია შვებულებაში მყოფი ექიმებიც. უკრაინის პრემიერმა გროისმანი ქალაქს საგანგებო დახმარების აღმოჩენას შეპირდა.

banner
წინა სტატიაშითამარ კინწურაშვილი: “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა „ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი”
შემდეგი სტატიათურქმა მესაზღვრეებმა 11 სირიელი დევნილი დახოცეს