თურქეთში საუდის არაბეთის გენერალური კონსული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

თურქეთში საუდის არაბეთის გენერალური კონსული მოჰამედ ალ-ოტაიბი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით – საუდის მედია ავრცელებს – წერს “დოიჩე ველე”. შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით პორტალ Sabq-ს დეტალები არ მოყავს.
პარალელურად გრძელდება სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში საგამოძიებო სამუშაოები. თვითონ მოჰამედ ალ-ოტაიბიმ საკონსულოში ჩხრეკის დაწყებამდე დატოვა თურქეთი და ერ-რიადში გადაფრინდა.
თურქეთის პოლიცია საკონსულოში 15 ოქტომბერს შევიდა, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ.

The Washington Post -ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. საერთაშორისო თანამეგობრობა, სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელები, ბიზნესმენები, საუდის არაბეთს მოუწოდებენ დროულად გამოიძიონ ჟურნალისტის მკვლელობის საქმე.

ჯამალ ხაშოგი ცნობილი იყო იმით, რომ ის საუდის არაბეთს და მის მემკვიდრე პრინცს მუდმივად აკრიტიკებდა. ჟურნალისტი სტამბოლში სამეფოს საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა, სადაც მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიბერლინი ერაყსა და სირიას 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაროგორ დავამარცხოთ „ქოციზმი“ – ნიკა რურუა