ბერლინი ერაყსა და სირიას 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია ერაყსა და სირიას 100 მილიონ ევროს გამოუყოფს ინფრასტრუქტურის აღსადგენად და იმ სფეროების სტაბილიზაციისათვის, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის დროს დაინგრა –  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
აღნიშნული თანხიდან 90 მილიონი ერაყში წავა, 10 მილიონი კი სირიაში, პროვინციებში რაკა და დეირ-ეზ-ზორი, რომელიც დამასკოს კონტროლს ქვეშ არ არიან. გერმანიის მთავრობის განცხადებით, თანხები კონკრეტულად მიმართული იქნება კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების საბაზისო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ასევე, ხიდებისა და გზების მშენებლობაში. ძირითადი კომუნიკაციის სისტემები საფუძველია ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აღსადგენად – უწყებამ აღნიშნა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიმელანია ტრამპის თვითმფრინავში კვამლი გაჩნდა
შემდეგი სტატიათურქეთში საუდის არაბეთის გენერალური კონსული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს