როგორ დავამარცხოთ „ქოციზმი“ – ნიკა რურუა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა საზოგადოებას საკუთარ თავში „ქოციზმის“ დამარცხების გზებს სთავაზობს.

„ამ სამ კითხვაზე ყველამ რომ გულწრფელი, რაციონალური პასუხი გავცეთ საკუთარ თავს – ქოციზმი (ანუ, სიცრუე, უტიფრობა, სიძულვილი, ფრაგმენტაცია, ნეპოტიზმი, კორუფცია, უგულობა, კოლაბორაციონიზმი და ა.შ.) ძალიან სწრაფად დამარცხდება:

1. მოგწონს როგორც ხარ ახლა, ანუ ბედნიერი ხარ?

2. ვინმე შენს მაგიერ გააკეთებს იმას, რომ არსებული შენთვის უკეთესობისკენ შეცვალოს?

3. მაშ, უნდა იმოქმედო თუ არა საკუთარი მაქსიმუმის ზღვარზე, რომ შენივე მოქმედებით სხვებთან ერთად შეცვალო არსებული უკეთესისკენ?

ვკითხოთ ეს საკუთარ თავებს და პასუხიც გავცეთ: მართალი და ფხიზელი პასუხი, და ეს პასუხები პირდაპირ გვიჩვენებენ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რადგან აზროვნების გამბედაობიდან იწყება ყველანაირი გარღვევა,“ – წერს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საუდის არაბეთის გენერალური კონსული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატია“სუბელიანი არის დამნაშავეც და მსხვერპლიც, რადგან მოუწია უფრო დიდი დანაშაულის აღიარება”- რომან გოცირზე