თურქეთში სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა

region
: region აპრილი 13, 2019 13:13

თურქეთში სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა

თურქეთში სასამართლომ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მასთან ერთად სასამართლომ დანარჩენი ცხრა პირიც გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, ისინი საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში გადაიყვანეს.

10 აპრილს იზმირში ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ოპერაცია ჩაატარა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარებული რეიდის დროს 10 პირი დააკავეს. მათ შორის საქართველოს ერთი და სირიის ცხრა მოქალაქე იყვნენ. ისინი ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ კი სასამართლოს გადასცეს.

region
: region აპრილი 13, 2019 13:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics