ტექნიკური უნივერსიტეტი სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს – “იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით” – აწყობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აწყობს ტრადიციულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს დევიზით “იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”– ვემზადებით მსოფლიო რბენისათვის.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენი ხვალ, 14 აპრილს, 11 საათზე, ლისის ტბიდან დაიწყება.

ღონისძიების მიზანია,ცოდნის დაუფლებასთან ერთად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების გარდა ყველა მსურველს 15 წლის ზევით (15-17 წლის მონაწილეებს
დაჭირდება მშობლის თანხმობა).
რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების დარიგდება 9 საათიდან.
სტარტი – 11 საათზე.
მანძილი 3 და 10 კილომეტრიანი დისტანციები:

3 კილომეტრიანი სამოყვარულო გარბენი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა მოხალისეთათვის. მონაწილეებს დაურიგდებათ სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები, ხოლო ქალებსა და კაცებს შორის საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით.

10 კილომეტრიან დისტანციაზე ასაკობრივ და აბსოლუტურ კატეგორიებში 1-3 ადგილზე გასულებს გადაეცემა თასები, მედლები, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

ასაკობრივი კატეგორიები: 16-19, 20-29, 30-39, 40-49, 50-59, 60-69, 70+

banner
წინა სტატიაშითურქეთში სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – დათო მაღრაძემ მისვლა და მოსმენა შემომთავაზა, მივალ და მოვუსმენ