​პოლიციამ ბათუმში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, ოთხი პირი: 1964 წელს დაბადებული ს.ჯ., 1986 წელს დაბადებული პ.ა., 1984 წელს დაბადებული ს.პ. და 1984 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1984 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის აპრილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – 1959 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

ასევე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჯ. ბრალდებულმა თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება პ.ა.-ს და ს.პ.-ს, პოლიციამ აღნიშნული პირები მეგობარი ქალებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავა.

გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე „ოცნებიდან“ წასვლას და ეკა ბესელიას გუნდთან გაერთიანებას გეგმავს?
შემდეგი სტატიათურქეთში სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა