თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა

თურქეთში სამხდერო გადატრიალების მცდლეობის გამოძიების ფარგლებში 40029 ადამიანი დააკავეს, მათგან 20355 ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

ბინალი ილდირიმის მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს 79900 ადამიანი, მათ შორის სამხედროები, სამართალდამცველები, მოსმართლეები, პედაგოგები.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ დახურა 4262 კომპანია და ორგანიზაცია, რომელბსაც აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულად მიიჩნევს.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოში” დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა
შემდეგი სტატიაკობა სუბელიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამოკითხეს – ენმ-ს წევრი წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებს ასახელებს