კობა სუბელიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამოკითხეს – ენმ-ს წევრი წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებს ასახელებს

კობა სუბელიანის განმარტებით, ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექციამ გუშინ გამოკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით საუბარია ციხეებში წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებზე, რომლის შესახებაც ის რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერდა. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიბარეს სუბელიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი განმარტავს, მან უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სუბელიანმა ზეწოლის ფაქტებზე განცხადება სოციალური ქსელით 13 აგვისტოს გააკეთა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პატიმრების მშობლებს საარჩევნოდ ხმების მობილიზების შემთხვევაში მათი ოჯახის წევრების ციხიდან გამოშვებას ჰპირდებიან.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ციხეებში ნიშნავენ ახალ მაყურებლებს, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს ადმინისტრაციასთან. კრიტებიდან გადმოყავთ. მათ მშობლებს კი აწვებიან, რომ საახლობლოზე იმუშაონ საარჩევნოდ და ვისაც 2012 წელს 10 და 15 წელი მოაკლეს, მაგ კატეგორიის პატიმრებს ციხიდან გამოშვებას პირდებიან არჩევნების მერე.

P.S
ეს იმის ნიშანია, რომ ძალიან უჭირთ. წააგებენ არჩევნებს თუ მართლა სასწაულები არ ჩაიდინეს მაგრამ ამ ყველაფერზე რომ დუმილით კვდებიან და არ იმჩნევენ იმ ხალხზე მეცინება 😀
კიდევ ჩემ თავს ვცემ პატივს და არ ვთაგავ მათ, თავად რომ შემოვარდებოდნენ ხოლმე დუჟმორეული შეურაცხადებივით და ყველაფერ სისულელეზე მთაგავდნენ.“

banner
წინა სტატიაშითურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: არ მესმის სხვადასხვა პლატფორმის პოლიტიკური ძალები რატომ ერთიანდებიან