თურქეთმა გერმანელ დეპუტატებს ინჯირლიკის ბაზის მონახულებაზე ნება დართო

თურქეთის მთავრობამ გერმანელ დეპუტატებს უფლება მისცა ინჯირლიკის სამხედრო ბაზა მოინახულონ, სადაც ნატოს ჯარები დგას, მათ შორის, გერმანელი ჯარისკაცები. გერმანული dpa-ს ცნობით, ბუნდესტაგის დეპუტატები სამხედრო ბაზას, სავარაუდოდ, ოქტომბერში ეწვევიან.
ადრე ანკარა უარს ამბობდა სამხედრო ობიეტის მონახულებაზე. უარი განპირობებული იყო ბუნდესტაგის მიერ მირებული რეზოდუციით, რომელიც 1915 წლის ოსმანეთი სიმპერიის მიერ სომხების გენოციდს აღიარებდა. დოკუმენტმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაართულა. გერმანიის მტავრობა სამხედროების თურქული ბაზიდან გაყვანაზე ფიქრობდნენ.

შესაძლებელია, თურქეთის პოზიციის შეცვლა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის 3 სექტემბრის განცხადებას უკავშირდებოდეს, მისი თქმით, ყველა რეზოლუცია არ ითვლება “იურიდიულად აღსასრულებლად”, ის უბრალოდ “პოლიტიკური პოზიციაა”.

გერმანიაში სომხების ცენტრალური საბჭოს წარმომადგენელმა სამუელ ლულუკიანმა ბერლინის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. “ეს გამიჯვნის გამიჯვნაა. ეს სასირცხვილო და ქაოტურია” – განაცხადა ლულიკიანმა. მისი შეკითხვაა, როგორ შეიძლება, რეზოლუციას, სომხების გენოციდის შესახებ, სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდეს.

3 სექტემბრის ოფიციალური გერმანიის განცხადებას თურქეთის სამთავრობო წრეებში დადებითად შეხვდნენ – ამის შესახებ გერმანიაშუი თურქეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“თქვენ NATO-ს ახლო პარტნიორი ქვეყანა ხართ, რომელიც ალიანსში გაწევრებისკენ ისწრაფვის”
შემდეგი სტატიაThe Washington Post: თეთრმა სახლმა მოსკოვს სირიის საკითხზე უკანასკნელი შეთავაზება გაუკეთა