თურქეთმა ევროპარლამენტს ტერორიზმის პროპაგანდაში დასდო ბრალი

თურქეთმა ევროპარლამენტს ტერორიზმის პროპაგანდაში დასდო ბრალი

1ანკარაში თვლიან, რომ ევროპარლამენტი ტერორიზმის პროპაგანდას ახდენს – ამის შესახებ დღეს თურქეთის ლიდერის პრეს-სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა თქვა – Anadolu წერს.
ჩინოვნიკმა განცხადება ევროპარლამენტში გახსნილი ფოტო-გამოფენის შემდეგ გააკეთა, სადაც აღბეჭდილი არიან სირიელი ქურთები და თურქეთში მოქმედი ქურთების მუშათა პარტიის ლიდერი, აბდულ ოჯალანი, რომელსაც მიმდინარე მომენტში თურქულ ციხეში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
“ტერორიზმის პროპაგანდა შეუთავსებელია სიტყვის თავისუფლებასთან. თუკი გამოფენის ორგანიზატორები, რომლებიც ტერორისტების ფოტოებს ჰფენენ, საკუთარ მოქმედებას ამართლებენ იმით, რომ ერთი ტერორისტული დაჯგუფება მეორესთან ომს აწარმოებს (ქურთები “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებთან), ჩვენ მათ რეკომენდაციას ვაძლევთ, იგივე გამოფენა მიუძღვნან ტერორისტულ დაჯგუფებებს “ჯაბატ ან-ნურსს”, “ჰეზბოლას” და ბაშარ ასადის რეჟიმს” – სააგენტო კალინის სიტყვებს ციტირებს.

კალინის თქმით, ანკარასთვის ძნელი გასაგებია, რისი მიღწევა სურს ევროპარლამენტს. “ის ფაქტი, რომ ევროპარალმენტი ტერორისტული ორგანიზაციის სარეკლამო ველი ხდება, ორმაგი სტანდარტების პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელზეც საუბრობს თურქეთი” – განაცხადა პრეს-მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიWashington Post-მა კერის მოსკოვში ვიზიტის შესახებ შეიტყო
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ISIS–ის ერთ–ერთი ლიდერი მურად მარგოშვილი თურქეთის ტერაქტებთან კავშირს უარყოფს