თურქეთმა ანკარაში ბელგიის ელჩი გამოიძახა

თურქეთმა ანკარაში ბელგიის ელჩი გამოიძახა, რომ ბრიუსელში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი გააპროტესტოს, რომლის თანახმადაც, ამბოხებული ქურთების დაჯგუფება არ შეიძლება ტერორისტულად ჩაითვალოს.
ორშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთმა “ბელგიის ელჩთან ამ გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოხატა” – Associated Press-ი წერს.
გადაწყვეტილება ეხება საქმეს, რომლის მიხედვითაც ბელგიის ფედერალური პროკურატურა ქურთების მუშათა პარტიის 30 წევრის საქმეს განიხილავდა. პროკურატურის მტკიცებით, ისინი ბელგიაში ქურთების გადაბირებას ეწეოდნენ, შემდეგ კი, მათ საბრძოლო ბანაკებში უშვებდნენ.
ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ “არასაკმარისია არგუმენტები, რომლის თანახმადაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ქურთების მუშათა პარტია დანაშაულებებს ჩადიოდა”.

ორგანიზაცია თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში Boeing 737 MAX 8-ების ფრენები შეაჩერეს
შემდეგი სტატიახალხს აღელვებს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ დარღვევები