ჩინეთში Boeing 737 MAX 8-ების ფრენები შეაჩერეს

ჩინეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 MAX 8-ების ფრენები შეწყვიტოს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა პირი გარდაიცვალა. სულ – 35 ქვეყნის მოქალაქე.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ნაპოვნია “შავი ყუთი”, რომლის შესწავლაც დაიწყეს. Boeing 737 MAX 8-ები შეაჩერა, ასევე, ეთიოპიამ – “ბიბისი” წერს.

Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ადის-აბებადან კენიის ქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, კვირა დილით აფეთქდა. სავარაუდოდ, ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან ექვს წუთში გაწყდა. ავიაკომპანიის განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა ქალაქ დებრე-ზეიტში განიცადა.

ადრე “თაიმერი” წერდა, რომ ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing ავიაკომპანიებისა და მფრინავებისგან, რომლებიც Boeing 737 MAX 8-ს და MAX 9-ს იყენებენ, დამალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, შესაძლებელია, მიზეზებისგან დამოუკიდებლად პიკისკენ წავიდეს – 2018 წლის 13 ნოემბერს The Wall Street Journal-მა გაავრცელა, აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნულ მოდელებზე დაყენებულია ავტომატური სისტემა, რომელიც ფრენის დროს თვითმფრინავის ცხვირის ავტომატურ აწევას გამორიცხავს. თუმცაღა, გარკვეულ სიტუაციებში სისტემამ, შესაძლებელია, ცხვირი დაუშვას და მფრინავებს საშუალება არ ექნება მანქანა გაასწორონ მაშინაც, თუკი მას ხელით მართვაზე გადაიყვანენ. ცხვირის მკვეთრი დაწევა პიკამდე მიდის.

Boeing-მა სერია 737 Max-ის თვითმფრინავების თავისებურებაზე ინდონეზიური თვითმფრინავის კატასტროფიდან ერთ კვირაში განაცხადა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოხდას. სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა პილოტებისთვის, რომლებიც აღნიშნული თვითმფრინავით დაფრინავენ, რადგანაც მართვის სასწავლო მასალებში ამის შესახებ ინფორმაცია არ წერია.

ინდონეზიური კომპანია Boeing 737 MAX 8-ის სამგზავრო თვითმფრინავი 29 ოქტომბერს აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა მგზავრი – 189 ადამიანი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდა. 8 ნოემბერს აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გაფრთხილება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ს ფარგლებს გარეთ მფრინავ Boeing 737 MAX-ის 250 თვითმფრინავს, შესაძლებელია, პრობლემები შეექმნათ.

“ბიბისის” ინფორმაციით, ჩინეთს სულ 90 Boeing 737 MAX 8 ყავს.

banner
წინა სტატიაშიკატარისგან ქრთამის აღების ფაქტს ფიფა უარყოფს
შემდეგი სტატიათურქეთმა ანკარაში ბელგიის ელჩი გამოიძახა