თურქეთის საგარეო უწყება ინჯირლიკში კოალიციის ძალების ყოფნაზე განმარტებას აკეთებს

თურქეთში ინჯირლიკის ბაზის კოალიციის ძალებისათვის დახურვა დღის წესრიგში არ დგას – დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრისას განაცხადა – სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.
ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ კოალიცია ანკარას სირიაში მიმდინარე ოპერაციაში მხარდაჭერაზე უარს ეუბნება. “თუკი კოალიცია შექმნილა იმისათვის, რომ “ისლამურ ასხელმწიფოს” ეომოს, თურქეთმა კი თავის მხრივ ყველა პირობა შექმნა ტერორისტებთან საბრძოლველად, რატომ არ ღებულობს ანკარა შესაბამის მხარდაჭერას? რა არის მიზანი? რა გინდათ თქვენ?” – მინისტრმა იკითხა შეხვედრაზე და დაამატა, რომ ბაზას, რომელიც ტერორისტებთან საომრად შეიქმნა, მაგრამ არაფერს აკეთებს, “ინჯირლიკში არაფერი ესაქმება”.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარა განიხილავს საკითხს აუცილებელია თუ არა აშშ-ს მეთაურობით კოალიციის ინჯირლიკის ავიაბაზაზე ყოფნა – თურქეთის ვიცე-პრემიერის სიტყვებზე დაყრდნობით Reuters-მა გაავრცელა.
ვაისი კაინაკას თქმით, საკითხი ქვეყნის მთავრობის დღის წესრიგში დგას. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ჩინოვნიკის განცხადება ანკარას ღრმა იმედგაცრუებას გამოხატავს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში ჰაერიდან ამერიკული მხარდაჭერის უქონლობის გამო.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში მატარებელმა მოპედზე მსხდარი შვიდი სკოლის მოსწავლე გაიტანა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის და უგულავას საქმეებზე მიმართვას უგზავნის