თურქეთის ელჩი: ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლა საჭიროებს ყველა ქვეყნის ჩართულობას და იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა გაძლიერდება

საკრებულოს შენობაში, სადაც საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი, იმყოფებოდა თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

მისი თქმით, ტერორიზმი – ეს არ არის ერთი სახელმწიფოს პრობლემა, ეს არის ყველა ქვეყნის პრობლემა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ნამდვილად შეძრული ვარ იმით რაც პარიზში მოხვდა, ეს საშინელებაა. ეს არ იყო მხოლოდ ფრანგის ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ ეს იყო კაცობრიობისა და ჩვენი შეხედულებების წინააღმდეგ მიმართული. ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლა საჭიროებს ყველა ქვეყნის ჩართულობას და იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა გაძლიერდება,“ – განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მიმართავს
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაიას ადვოკატი ირაკლი ალასანიას დაკითხვას ითხოვს