ბაჩო ახალაიას ადვოკატი ირაკლი ალასანიას დაკითხვას ითხოვს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სხდომა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ახალაიაც ესწრება.
პროცესზე ახალაიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ საქმეს დაერთოს ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ახალაიასთვის წინასწარი პატიმრობა ამ საქმეზე უკანონოდ არის შეფასებული.
ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმაც. ბაჩო ახალიას თქმით, თეთრაძის საქმეზე აღკეთის ღონისძიებად პატიმრობა ხელოვნურად შეუფარდეს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე მას სხვა საქმეზე პატიმრობის ვადა ამოეწურებოდა.
ამასთან, ახალაიას მხარე ამ საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დაკითხვას ითხოვს.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, თეთრაძის მეუღლემ დაკითხვისას აღნიშნა, რომ ალასანიას შეხვდა. აქედან გამომდინარე, ირაკლი ალასანია შემხებლობაშია აღნიშნულ საქმესთან და მის დაკითხვას დაცვის მხარე ამ მოტივით ითხოვს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი: ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლა საჭიროებს ყველა ქვეყნის ჩართულობას და იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა გაძლიერდება
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ყველა სამსახურს ექნება ისეთი დაფინანსება, რომელიც მათ საქმიანობას ხელს არ შეუშლის