ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

news
ავტ.: news ნოემბერი 17, 2015 12:16

ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

ევროკავშირი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტური მედია და პოლიტიკური გარემო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საჭიროა “დემოკრატიული იმპულსის” შენარჩუნება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირმა ასევე მოუწოდა “საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო”, რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან თუ განცხადებებისგან, რომელიც დაძაბულობას გაზრდის და პოლარიზებას შეუწყობს ხელს.

news
ავტ.: news ნოემბერი 17, 2015 12:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics