თურქეთის ელჩი აცხადებს, რომ სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ ერთ-ერთმა თურქულმა გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ დიოლომამა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

“ეს იყო არასწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა გუშინწინ ამის შესახებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ ყოფილა არანაირი ტერორისტული თავდასხმა ან ვინმეს დაკავება” – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, საბაჟოზე შექმნილი პრობლემების გადასაჭარელად მუშაობა გრძელდება. ელჩი იმედოვნებს, რომ პრობლემების გადაჭრა უახლოეს საათებში იქნება შესაძლებელი.

“პრობლემები საზღვარზე არის, მაგრამ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც პოლიცია და საბაჟოს სამსახური ცდილობს. სამწუხაროდ ეს პრობლემები ბოლო ორი დღეა გრძელდება და მათ გადასაჭრელად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინაროებს. მსგავსი პრობლემა არ არის შექმნილი მხოლოდ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, საქართველოსთან საზღვარზე. ეს შეფერხება არის თურქეთის ყველა საზღვარზე და იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ან დღეში ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

banner
წინა სტატიაში“სტრატეგია ფორმალიზებული, ქაღალდზე დაწერილი არ არსებობს” – სიხარულიძე რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის შესახებ
შემდეგი სტატიაქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა