“სტრატეგია ფორმალიზებული, ქაღალდზე დაწერილი არ არსებობს” – სიხარულიძე რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის შესახებ

არამთავრობოების მოთხოვნას, ეომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრას, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობამ ფორმალიზებული დოკუმენტი უნდა შექმნას.

“ჩვენ ვთვლით, რომ ზოგადად ასეთი სტრატეგიის შემუშავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, დღემდე ასეთი სტრატეგია ფორმალიზებული, ქაღალდზე დაწერილი არ არსებობს და ვფიქრობთ, რომ ეს ხელს უშლის მშვიდობიანი დეოკუპაციის და ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტურად გატარებას. ვფიქრობთ, რომ ახალი მთავრობის უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს ის, რომ ასეთი სტრატეგია უნდა იყოს ფორმალიზებული და ყოვლისმომცველი,“ – განაცხადა სიხარულიძემ.

სიხარულიძემ “კურიერის” ეთერში ასევე ისაუბრა ბრიუსელში მინისტერიალზე თავდაცვის მინისტრის არყოფნასთან დაკავშირებით.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი მონაწილეობა ასეთ პროექტებში, განსაკუთრებით ამ ბოლო მინისტერიალის დროს, სხვა საკითხებთან ერთად ძალიან სერიოზული პროგრესი იქნა დაფიქსირებული შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლის ნაწილიც საქართველოა,“ – აღნიშნა სიხარულიძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მე არ მივდივარ არჩევნებზე
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი აცხადებს, რომ სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ ერთ-ერთმა თურქულმა გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა