ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

25 ოქტომბერს, ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა “ბომონდის” ქირურგს ადანაშაულებენ. მათი თქმით, გოგონა ქირურგის მიერ საკეისრო კვეთის დროს დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.

“დაგვამშვიდეს, საკეისრომ მშვიდობიანად ჩაიარაო, თუმცა არ გაუმხელიათ, რომ პირველ ოპერაციაზე საშვილოსნოს ამპუტაცია მოხდა. ვფიქრობთ, ექიმმა შედცდომა დაუშვა, სიტუაცია გართულდა და ამიტომ დაგვიმალეს მეორე ოპერაციაც,” – ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას.

კლინიკა “ბომონდის” ქირურგი მამუკა მიქაძე, რომელმაც უშუალოდ ჩაუტარა ოპერაციები გარდაცვლილ პაციენტს მის ბრალეულობას გამორიცხავს.

“ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავივყანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მის გარდაცვალებას არ ველოდებოდით არანაირად,” –განაცხადა მამუკა მიქაძემ.

23 წლის ლანა მიქაბერიძეს 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი აცხადებს, რომ სარფის საბაჟოზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ ერთ-ერთმა თურქულმა გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
შემდეგი სტატიაინგა პავლოვა შალვა ნათელაშვილის ჰააგაში ივანიშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმიანება