თურქეთის დედაქალაქში გეი-აღლუმის ჩატარება დაუშვეს

თურქი აქტივისტების ჯგუფმა Kaos GL, რომელიც ლგბტ აქტივსტების უფლებებს იცავს, მიაღწია იმას, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გეი-აღლუმის ჩატარების აკრძალვა გააუქმეს – ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გაავრცელა. ლგბტ-თემის სახალხო ღონისძიებების ჩატარების შესახებ აკრძალვა 2017 წლიდან მოქმედებდა. მთავრობა მოსახლეობის ნეგატიურ რეაქციას ერიდებოდა. Kaos GL-მ გადაწყვეტილემა სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც, თავის მხრივ, დაადგინა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაცვას საკუთარი მოქალაქეები და მათი მშვიდობიანი შეკრება უზრუნველყოს.
Amnesty International-ის ევროპული განყოფილების დირექტორმა ფოტის ფილიპმა მთავრობას მოუწოდა შეკრების თავისუფლების სხვა აკრძალვები გააუქმოს, რომელიც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს მიიღეს.

banner
წინა სტატიაშირომან პოლანსკიმ ამერიკის კინოაკადემიაში აღდგენა მოითხოვა
შემდეგი სტატიამართმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს