თურქეთის ახალი მთავრობა ,,ქართველი სტალინის,, გარეშე

19 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში ბევრი ცვლილებაა.

გამოიცვალა სამი ვიცეპრემიერი და ხუთი მინისტრი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდა ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ფარუკ ჩელიკი, რომელიც ერთადერთი ეთნიკური ქართველი იყო, თურქეთის მინისტრთა კაბინეტში. ართვინში 1956 წელს დაბადებული ფარუკ ჩელიკი, დედით და მამით ქართული წარმოშობის თურქი პოლიტიკოსია, რომელმაც კარგად იცის ქართული ენა. მისი გვარი ჩელიკი, თურქულად ფოლადს ნიშნავს. გვარის, წარმომავლობისა და სტალინთან გარეგნული მსგავსების გამო,მას თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ,,თურქეთის სტალინსაც,, ეძახიან.
ფარუკ ჩელიკი 2001 წლიდან ერდოღანის პარტიის წევრი, თურქეთის 5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2015), და 2007 წლიდან – დღემდე, თურქეთის მინისტთა კაბინეტის წევრი (შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რელიგიური საკითხების სახელმწიფო მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი) გახლდათ.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, სწორედ ფარუკ ჩელიკი გახლავთ ის პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე, ეთნიკურ ქართველთა ხმების მობილიზებას ახდენდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის, 2015-2016 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო
შემდეგი სტატიაგალის მოსახლეობას აფხაზად ჩაწერას მოუწოდებენ