გალის მოსახლეობას აფხაზად ჩაწერას მოუწოდებენ

19 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გალში გაიმართა სამურზაყანოს აფხაზთა პირველი ყრილობა.
მისი ორგანიზატორი იყო ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯებას ემსახურება. მისი სახელწოდებაც ადეკვატურია – “Общественная организация мырзаканских абхазов”.


ყრილობაზე განიხილეს საკითხი – რა გზით უნდა მოხდეს აფხაზთა რიცხობრივი რაოდენობის გაზრდა. კერძოდ, შეკრებამ მოუწოდა გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას “გაიხსენოს საკუთარი ფესვები, გადაიკეთოს გვარები და ჩაეწეროს აფხაზად”.
ყრილობაზე ითქვა, რომ სტალინისა და ბერიას დროს განხორციელდა სამურზაყანოს აფხაზთა “ძალადობრივი ასიმილაცია”.
შეკრებილებმა მოუწოდეს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობას გაამარტივოს გვარების და ეროვნების შეცვლის იურიდიული პროცედურები.

 

“თაიმერი”

 

https://youtu.be/9ifKQ4KkR40

banner
წინა სტატიაშითურქეთის ახალი მთავრობა ,,ქართველი სტალინის,, გარეშე
შემდეგი სტატიარუსულ-ფაშისტური პროექტი გალში: ქართველების გააფხაზება (ვიდეო)