პროკურატურა – „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის, 2015-2016 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის, 2015-2016 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ, რომელთაგან 10 პირის მიმართ 2016 წელს, ხოლო 1 პირის მიმართ 2017 წელს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი,- ამის შესახებ მთავარი პროკურორის ანგარიშშია ნათქვამი.

„2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 15, ხოლო 2017 წლის 6 თვეში – 4 პირის მიმართ, რომლებიც აპირებდნენ ბირთვული მასალის – ურანისა და ცეზიუმის რეალიზაციას.

ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ არის გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინება. აღნიშნული პროცესები უარყოფითად აისახა კავკასიის რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც. ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრებისა და, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოს პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. კერძოდ, კონკრეტული პირებზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მიგრაცია ისლამურ სახელმწიფოში“,- აღნიშნულია პროკურატურის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის
შემდეგი სტატიათურქეთის ახალი მთავრობა ,,ქართველი სტალინის,, გარეშე