თურქეთი რუსეთის მუქარის მიუხედავად სირიაში ოპერაციას განაგრძნობს

თურქეთი რუსეთის მუქარის მიუხედავად სირიაში ოპერაციას განაგრძნობს…

,,ჩვენ ვესაუბრებით რუსეთსაც და ირანსაც სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ ერთადერთი მიზანი ჩვენი ოპერაციის, არის რეგიონის ,,ისლამური სახელმწიფოსაგან,, გაწმენდა. ოპერაცია გაგრძელდება ქალაქ ელ-ბაბამდე. ეს რეგიონი ჩვენ უსაფრთხოების ზონად უნდა გამოვაცხადოთ, იმისათვის რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა მობრუნდეს. ოპერაცია უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდევაც,, განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუტ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ სირიის ოფიციალურმა ხელისუფლებამ და რუსეთმა თურქეთი რამდენი დღის უკან სირიაში უკანონოდ შეჭრაში დაადანაშაულეს… ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თურქეთს სირიაში ნებისმიერ სამხედრო ქმედების საპასუხო დარტყმით დაემუქრა.

banner
წინა სტატიაშისამი დღე არჩევნებამდე – საუბნო საარჩევნო კომისიებს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ტოვებენ
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა სიძულვილი მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თემაზე საჯარო დებატები გამართა