სამი დღე არჩევნებამდე – საუბნო საარჩევნო კომისიებს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ტოვებენ

ფოთში, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, საუბნო საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით არჩეულმა 18-მა წევრმა დატოვა. მათ შორის 4 კომისიის თავმჯდომარეა. უფლებამოსილების შეჩერების მიზეზად, განცხადებაში, კომისიის ყველა წევრი ჯანმრთელობის გაუარესებას თუ ოჯახურ მდგომარეობას მიუთითებს. ნაციონალურ მოძრაობაში კი ქართული ოცნების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

თავისუფალმა დემოკრატებმა კი კომისიის 400-მდე წევრი უკვე გამოიწვიეს 21 ოლქიდან. პარტია პირველი იყო, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის კომისიის წევრები დაშინებითა და მოსყიდვით, საკუთარი პარტიის სასარგებლოდ, ხმების გასაბათილებლად ამუშავა.

საკუთარი პარტიის წევრების მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობენ დემოკრატიულ მოძრაობაშიც. პარტიამ ბოიკოტის მიზნით, მეორე ტურისთვის უკლებლივ ყველა წევრი გამოიწვია.

კომისიის წევრების გამოწვევას არ აპირებს ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, პარტიაში ასევე მიუთითებენ ქართული ოცნების მხრიდან დაშინებასა და ზეწოლაზე, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, სახელისუფლებო პარტიამ არა მარტო პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრებზე განახორციელა.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს, მამამისი რუსეთს ლექსებს უწერდა და პოლიციის უფროსებს უნიშნავდნენ-ნათელაშვილი
შემდეგი სტატიათურქეთი რუსეთის მუქარის მიუხედავად სირიაში ოპერაციას განაგრძნობს