თურქეთი რუსეთის მიერ მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს ყიდულობს – ელჩი

უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა თურქეთი იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის მიერ მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს ყიდულობენ.

ელჩმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დახმარებისთვის მიმართა თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს, რათა გამოეძიათ თუ ვინ არის ჩართული მარცვლეულის გადაზიდვაში, რომელიც ტრანზიტით მიმდინარეობს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მოამზადა „საგზაო რუკა“ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით პროვოცირებული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად.კერძოდ, თურქულ მხარესა და უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და გაეროს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შედეგების შემდეგ მომზადდა „საგზაო რუკა“, რომელიც უზრუნველყოფს გაერო-ს ეგიდით „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას. ეს გეგმა მოიცავს მარშრუტს, დაზღვევას, გემის უსაფრთხოებას, პორტის გაწმენდას და სამეთაურო ცენტრის შემადგენლობას.

ამ ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიო ბაზრებზე 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ 100 დღეა ვიცავთ უკრაინას-გამარჯვება ჩვენია, დიდება უკრაინას!
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან, დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის არჩევანია