თურქეთი მუსულმანურ ქვეყნებს მოუწოდებს სცნონ პალესტინის დამოუკიდებლობა

ისლამური ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ მუსულმანურ ქვეყნებს მოუწოდა, რომ სცნონ პალესტინის დამოუკიდებლობა.
,,ჩვენ, ძალიან მოკლე ხანში პალესტინის სახელმწიფო უნდა მივიღოთ. ყველას მოგიწოდებთ აღიაროთ პალესტინის სახელმწიფო,, განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


,,არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცალ-ცალკე ჰყოფნა ისლამის მტრებს ახარებთ. ჩვენ შეგვიძლია, ბრძოლა საერთასორისო არენაზე უკეთესი კუთხით წარვმართოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას, თუმცა მყარი მშვიდობა კანონიერებისა და სამართლიანობის გარეშე ვერ დამყარდება. ჯობია, რომ მილიონობით პალესტინელს მშრალი სიტყვების ნაცვლად, ჩვენი მოქმედები დავუჭიროთ მხარი. 1967 წლის საზღვრებში და დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმით, პალესტინის სახელმწიფო უნდა აღმოცენდეს. ჩვენ, როგორც ისლამური ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაცია, ამ საქმის მიმდევარი და პალესტინელი ძმების მხარდამჭერი გავხდებით,, აცხადებს ჩავუშოღლუ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატია(video) გუდაუთაში აფეთქებების შედეგად 30 დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს