(video) გუდაუთაში აფეთქებების შედეგად 30 დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, სამხედრო საწყობში მომხდარი ხანძრის გამო საბრძოლო მასალის აფეთქებას ათეულობით ადამიანის დაზიანება მოჰყვა-ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 30-მდე ადამიანი, რომელთაგან 5 (მათ შორის 2 ბავშვი) სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენები კი გუდაუთისა და ახალი ათონის რაიონულ საავადმყოფოებში.
როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია აცხადებს, დაჭრილთა დაზიანებები საშუალო და მსუბუქი დონისაა.შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ნაშუადღევს, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში სახედრო საწყობში გაჩენილმა ხანძარმა და აფეთქებებმა ამ სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე პანიკა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზებით აფხაზეთი დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობს, გუდაუთის სოფელ პრიმორსკოეში ცეცხლი გაუჩნდა რასაც აფეთქებები მოჰყვა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, მოსახლეობა საკუთარი ავტომობილებით პანიკურად ტოვებს სოფელს, რამაც გზებზე საცობები გამოიწვია.

 

https://youtu.be/tq1IciuvuNs

 

banner
წინა სტატიაშითურქეთი მუსულმანურ ქვეყნებს მოუწოდებს სცნონ პალესტინის დამოუკიდებლობა
შემდეგი სტატიავაშინგტონში მიმავალი ,,თურქიში,, საეჭვო ნივთის გამო უკან სტამბულში მოფრინავს