თურქეთი იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებას ეწინააღმდეგება

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება აღშფოთებულია აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიაროს და საელჩო ამ ქალაქში განათავსოს.

თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის პრესმდივნის, იბრაჰიმქალინის განცხადებით, ,,იერუსალიმის სტატუსი გაეროს მიერ გარანტიაზეა აყვანილი და აქედან გამომდინარე ასეთი  განცხადების გავრცელება მეტად შემაშფოთებელი და ამასთანავე ძალზედ საგანგაშო, რადგან ეს ინიციატივა  ეწინააღმდეგება როგორც იერუსალიმის რელიგიურ თუ ისტორიულ სტატუსს, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და გაეროს რეზოლუციებს,, აცხადებს ქალინი.

ქალინის აზრით, აშშ-ს მხრიდან მსგავსი ნაბიჯი გამოიწვევს ისედაც მყიფე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შეწყვეტას და სტარტს მისცემს ახალი დაძაბულობას…

,,იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამ მძიმე შეცდომას რეალურად არ განახორციელებს, რადგან, იერუსალიმის  სტატუსის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია მუსლიმანური სამყაროსათვის” აცხადებს ერდოღანის პრესმდივანი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა
შემდეგი სტატიარუსი მოხალისე ქალი, პოროშენკომ სასიკვდილოდ გაწირა