რუსი მოხალისე ქალი, პოროშენკომ სასიკვდილოდ გაწირა

დონბასის რეგიონში უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში (ატო) უკრაინულ ბატალიონ ,,აიდარში,, მოხალისედ მებრძოლი რუსეთის მოქალაქე ერთადერთი ქალი-იულია ტოლოპა, (საძახისი ,,ვალკირია,,) უკრაინის ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირა.

თავად ტოლოპას მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, უკრაინის  პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ მას მესამედ უთხრა მოქალაქეობაზე უარი, ხოლო საემიგრაციო სამსახური რუსეთში დაბრუნებას აიძულებს…

,,რამდენი მოთხოვნა გავაგზავნე დეპუტატების შუამდგომლობით, მაგრამ არაფერი… მე მთხოვენ, რომ მოვიტანო ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ რუსეთიდან… იმ ტერიტორიიდან, სადაც მე ,,ფე-ეს-ბე,, 2014 წლიდან, დონბასის რეგიონში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო მეძებს… მე იძულებულს მხრიდან, რომ ხვალ წავიდე რუსეთში… ეს უკრაინის საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნაა,, წერს ტოლოპა სოციალურ ქსელში.

ტოლოპას განცხადებას გამოეხმაურა, უკრაინის რადას დეპუტატი მუსსტაფა ნაეიომი, რომელიც ასევე სოციალური ქსელით აკეთებს განცხადებას.

,,რამდენჯერმე მივმართე პრეზიდენტს  იულიასთან დაკავშირებით შუამდგომლობით, ამ სამი წლის განმავლობაში… არც ერთხელ მისგან პასუხი არ მომსვლია. მას მოქალაქეობა არ მისცეს და იძულებულს ხდიან რომ წავიდეს რუსეთში, სადაც მას რუსული ,,ფე-ეს-ბე,, და საგამოძიებო კომიტეტი ,,ზრდილობიანად,, ელოდებიან.

როდესაც საკითხის უკან არ დგას პიარი და დიდი ფული, მათი პრინციპია ,,მიმიფურთხებია,, ,, აცხადებს რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიომი.

banner
წინა სტატიაშითურქეთი იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებას ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაპრანკერების ზარი პოროშენკოსთან კვირიკაშვილის სახელით (ვიდეო)