თურქეთი ევროკავშირს ემუქრება

თურქეთი ევროკავშირს მიგრანტებთან დაკავშირებით გარიგების ჩაშლით ემუქრება – ამის შესახებ დღეს Reuters-ი წერს.
ანკარა ევროკავშირთან მიგრანტების შესახებ შეთანხმებას არ დაიცავს, თუკი ბრიუსელი საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს, თურქეთის მოქალაქეებისთვის . უვიზო რეჟიმის გახსნის თაობაზე – ამის შესახებ თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.

“ჩვენ ურთიერთშეთანხმება გვქონდა. თუკი ევროკავშირი საკუთარი მხრიდან შესაბამის ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ სისულელეა იმაზე გათვლა, რომ თურქეთი შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს” – განაცხადა თურქმა პოლიტიკოსმა.

banner
წინა სტატიაში“კვირიკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ დალაგდება სიტუაცია” – ნუკრი ქანთარია
შემდეგი სტატიაBBC: ექიმები თვლიან, რომ ალცაიმერის მკურნალობა პროტეინით არის შესაძლებელი