BBC: ექიმები თვლიან, რომ ალცაიმერის მკურნალობა პროტეინით არის შესაძლებელი

ექიმები ვარაუდობენ, რომ ალცაიმერის დაავადების პროგრესირების შეჩერება პროტეინის საშუალებით არის შესაძლებელი. თეორიის დასამტკიცებლად მეცნიერებს არგუმენტები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში მოყავთ, რომელსაც აშშ-ს მეცნიერებათა აკადემია აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს მეთოდი უკვე გამოცდილია თაგვებზე და როგორც მინიმუმ, ადრეულ სტატიაში დამაჯერებელი შედეგები ჰქონდა. ამასთანავე, მეცნიერები თვლიან, რომ მათ არა ერთი წელი დასჭირდებათ იმის გასაგებად, დაეხმარება თუ არა აღნიშნული მეთოდი ადამიანებს. ალცაიმერის დაავადება 1907 წელს აღმოაჩინეს და ის დემენციის ერთ-ერთ ფორმად ითვლება. ძირითადად, ალცაიმერი 65 წლიდან ემართებათ. მსოფლიოში დაავადება 20 მილიონ ადამიანს აქვს.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ევროკავშირს ემუქრება
შემდეგი სტატიაფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ქრთამს ჩვეულებრივი პრაქტიკა უწოდა