თურქეთ-ქურთების საომარი შეტაკებიდან ბოლო მონაცემები

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის ჩრდილოეთით, აფრინის რეგიონში, სადაც ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ახორციელებენ, კიდევ ერთი მიმართულებით შეტევა წამოიწყო.
საუბარია აღმოსავლეთით მდებარე აზეზის მიმართულებით ოპერაციის დაწყებაზე, რომელშიც თურქეთის მიერ მართული თურქომანთა შეიარაღებული ფორმირებები ე.წ.  ,,თავისუფალი სირიის არმიის,, ელემენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ამავდროულად, თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა, აფრინის დაცვისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბურსეას მთაზე ქურთების ობიექტები დაბომბა და ეს მთა დაიკავა.
სასაზღვრო ხაზზე, თურქეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები დაბა ჯინდერის სოფლებში ჯელემეში, ჰემიდიეში, ჰაჯლარში, ფრერიესა და ტელ სელურში ,,სირიის დემოკრატიული ძალების,, (SDF/ PYD) პოზიციებს არტილერიით ბომბავენ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღარანიჯისა და ბაჰრას მიმართულებით.
პარალელურად, თურქული მედიამ უკვე დაიწყო სირიაში განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარდაცვლილთა მონაცემების გამოქვეყნება.

banner
წინა სტატიაშითუ ლუცენკოს ცოლს იცნობ, მის პალტოსაც უნდა იცნობდე
შემდეგი სტატიათურქეთის ჯარი უკან იხევს- ქურთები თურქულ ქალაქებს ბომბავენ