თურნავა: ტურიზმი 30%-ით აღდგება, შესაძლოა, 50%–მდეც გაიზარდოს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში გაიზარდა სპარსეთის ყურიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50 პროცენტამდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც მადრიდის ტურიზმის გამოფენაში Fitur 2021 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს.

თურნავას შეფასებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყოველკვირეულად იზრდება როგორც ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობაც. უახლოეს მომავალში საქართველოში ფრენებს დაიწყებს ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროვინგზი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის შესაძლებლობა კვლავ არ მიეცათ
შემდეგი სტატია“დროა”: სახელმწიფო უგულებელყოფს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს