თურნავა კარტოგრაფების საქმეზე კუბილიუსის კრიტიკას “სპეკულაციურ ნარატივებს” უწოდებს

ნათია თურნავა მთავრობის პრესკონფრენციაზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკას გამოეხმაურა.

თურნავა ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე ევროპარლამენტარის და ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრის მოსაზრებები “სპეკულაციური ნარატივებია”, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ქმნიან.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი კუბილიუსი, როგორც ჩანს, დეზინფორმირებულია და აქაური პოლიტიკური პარტიების სპეკულაციურ ნარატივს იმეორებს”, – განაცხადა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკის განცხადებით, პანდემიიდან პოლიტიკური სარგებელი ვერავინ მიიღო
შემდეგი სტატიაარხოტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო