არხოტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ​მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი.

“კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით. ქრობის სამუშაოებს,რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს”, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

banner
წინა სტატიაშითურნავა კარტოგრაფების საქმეზე კუბილიუსის კრიტიკას “სპეკულაციურ ნარატივებს” უწოდებს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – კარტოგრაფების საქმის მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა – არ გამიკვირდება, თუ ბრალს წაუყენებენ