გია ვოლსკის განცხადებით, პანდემიიდან პოლიტიკური სარგებელი ვერავინ მიიღო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები ადრე აცხადებდნენ, რომ თითქოს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა განგებ იბერებოდა, ახლა იმას ამბობენ, რომ შემთხვევები იმალება, რაც მათი მხრიდან საოცრებაა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პანდემიიდან პოლიტიკური სარგებელი ვერავინ მიიღო და ამის ძიება უზნეობაა.

დეპუტატის თქმით, რა რეგულაციებიც არ უნდა დაწესდეს, საზოგადოება საფრთხეს თუ არ გაითავისებს, პანდემიას გავრცელებას ვერაფერი ვერ დააკავებს.

„რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები არის პოლიტიკური აქცია, როცა რეგულირება გაცილებით უფრო ადვილია და ეს პროცესი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენი ოპტიმიზმი არჩევნების თემასთან დაკავშირებით სწორედ აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე საზოგადოებას ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათურნავა კარტოგრაფების საქმეზე კუბილიუსის კრიტიკას “სპეკულაციურ ნარატივებს” უწოდებს