“თუკი გეგმას ვერ შეასრულებ, შეჭამ ხოჭოს და დალევ შარდს” – ჩინეთში მენეჯერები დააკავეს

ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მენეჯერები დააკავეს იმის გამო, რომ ისინი თანამშრომლებს, რომლებიც გაყიდვების გეგმას ვერ აიძულებდნენ შარდის დალევას და ხოჭოების ჭამას აიძულებდნენ. საქმეში პოლიცია მას შემდეგ ჩაერთო, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფირმის თანამშრომლებს ქამრებით ცემენ და ყვითელი ფერის სითხის დალევას აიძულებენ. ჩანაწერი პოპულარულ Weibo -ზე დაიდო. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელდა მენეჯერების ელექტრონული გზავნილის სკრინშოტი, სადაც ისინი თანამშრომლებს ემუქრებიან, რომ ცუდი გამომუშავებისთვის ხოჭოების ჭამა მოუწევთ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მენეჯერები, ასევე თანამშრომლებს უნიტაზიდან წყლის დალევას აიძულებდნენ. ასევე, მათ თავში ურტყამდნენ.

ცნობილი გახდა, რომ კომპანია თანამშრომლებს ორი თვის მანძილზე ხელფასს არ უხდიდა, ამიტომ, მუშები ჩივილს ერიდებოდნენ იმის შიშით, რომ დანაზოგს დაკარგავდნენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი
შემდეგი სტატიამეორე ტურში ხმის მიცემა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ